ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა - 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.2 თეთრით. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7236 ლარია, ერთი ევროსი - 3.0431 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 3.06 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები