ლარი დოლართან 1.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.51 თეთრით. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7136 ლარია, ერთი ევროსი - 3.0211 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 3.04 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





