მინდა, მერაბ დვალიშვილს გუშინდელი, უდიდესი წარმატება მივულოცო. უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ის, რაც უნიკალური მიღწევაა და საქართველოს განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე მეტყველებს. თან უნდა აღინიშნოს, რომ მერაბმა ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა გაიარა და შესაბამისად, მისი ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენ ტრადიციას ვაგრძელებთ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ.
tbl.ge/6whw
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. გუშინ, 15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი დაამარცხა.
ამავე თემაზე
- მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტული დაკარგა
- მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა
- დვალიშვილი: მიყევით თქვენს ოცნებებს, იმუშავეთ მათზე - მე თუ შევძელი, თქვენც შეძლებთ!
- მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა
- დვალიშვილი: მჯერა დაუღალავი შრომის და არ მადარდებს, საიდან მოვდივარ, მიყვარხარ, საქართველო




