რუსეთმა სუმის ოლქში ქალაქი კონოტოპი დაბომბა. იერიშის შედეგად დაშავებულია მინიმუმ 13 ადამიანი.
დრონების მასიური იერიშის შედეგად დაზიანდა ქალაქის მნიშნველოვანი ელექტრო ინფრასტრუქტურა.
"ენერგეტიკოსები ახლა აკეთებენ ყველაფერს რაც შესაძლებელია, რათა შუქი მიაწოდონ საავადმყოფოებსა და წყლის მომმარაგებელ არხს". – წერს კონოტოპის მერი არტიომ სემენიხინი.
ასევე, მერის თქმით, იერიშის შედეგად, მტერმა არაერთი სასწავლებელი დაწესებულება და საავადმყოფო დააზიანა. რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა ერთი დღით გადაიდო.
"საბედნიეროდ საავადმყოფოებში არ დაზიანებულა მნიშვნელოვანი ტექნიკა. ქალაქის ყველა ქირურგი სამუშაო ადგილზე იმყოფება და დაშავებულებს დახმარებას უწევს". – წერს სემენიხინი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





