ლარი დოლართან 0.11 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.31 თეთრით. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6970 ლარია, ერთი ევროსი - 2.9786 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





