არჩევნები 2024

კორძაია: არაპროპორციულად მცირე უფასო სარეკლამო დრო მიენიჭა ჩვენს კოალიციას

"არაპროპორციულად მცირე დრო მიენიჭა ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" - კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, თამარ კორძაიამ კომუნიკაციების კომისიის მხრიდან უფასო სარეკლამო დროის არასამართლიანად განაწილების შესახებ ისაუბრა. კორძაიამ იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისია მათ არგუმენტებს გაიზიარებს. 

"კომუნიკაციების კომისიის შემთხვევაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის ეთერებში განაწილება ხდება არასამართლიანად და კანონის მიზანთან შეუსაბამოდ. არაპროპორციულად მცირე დრო მიენიჭა ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას.

დღეს ამასთან დაკავშირებით გვაქვს დავა და იმედი გვაქვს, ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს კომუნიკაციების კომისია" - თქვა კორძაიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები