პოლონეთის სპეცსამსახურებმა რუსი და ბელარუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის ორგანოებში შეღწევას და ინფორმაციის მოპარვას გეგმავდა.
დეტალების შესახებ პოლონეთის ვიცეპრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ ილაპარაკა:
"განვლილი რამდენი დღის განმავლობაში შევძელით ჯგუფის გამოვლენა, რომელსაც პოლონეთის წინააღმდეგ მასიურ კიბერშეტევას გეგმავდა. რუსი და ბელარუსი ჰაკერების მიზანი შემდგომში შანტაჟისთვის ინფორმაციის ქურდობა და ფაქტიურად კიბერომის დაწყება იყო".
გავკოვსკის თქმით, კიბერშეტევების შედეგად პოლონეთის "პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ პარალიზება" მოხდებოდა.
ვიცეპრემიერის განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2024 წლის მსვლელობისას შეჩერებულია 400 000-ზე მეტი კიბერშეტევის მცდელობა.