რუსული რეჟიმი

იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობოებს, რომ დამეხმარონ კორუფციის აღმოფხვრაში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის დააფინანსებს, რომ ორგანიზაცია მთავრობას კორუფციის აღმოფხვრაში დაეხმაროს.

ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის დააფინანსებს, რომ ორგანიზაცია "სახელმწიფო, სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში დაეხმაროს".

"მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისათვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებაში და აღმოფხვრაში.". - თქვა კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, მას კორუფციის აღმოფხვრაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეხმარება.

პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, თუ "როგორ დაეხმარება მთავრობას მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლაში" უპასუხა, რომ მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები მას სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში დაეხმარებოდა. 

"არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას დაეხმარება, რომ აღმოიფხვრას კორუფცია - ეს არის ჩვენი ინტერესი.

პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ინტერესია, რომ სამთავრობო სტრუქტურებში, ნებისმიერ დონეზე აღმოიფხვრას კორუფცია". - განაცხადა კობახიძემ.

ამავე ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საგრანტო პროგრამას ქმნის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვინც "ქართველი ხალხის ინტერესებს" ატარებს და "კეთილ საქმეს აკეთებს".

კომენტარები