რუსული რეჟიმი

კობახიძე: კორუფციის მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი

რაც შეეხება კორუფციას, მაგალითად - მე, როდესაც წარვადგინე სამთავრობო პროგრამა 8 თებერვალს, როცა დამტკიცდა ახალი მთავრობა მაშინ განვაცხადე, რომ ჩვენ კორუფციის მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

ამისათვის უკვე გადაიდგა კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის საკადრო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, სადაც ვხედავდით გარკვეულ რისკფაქტორებს, სხვა ტიპის ნაბიჯები გადაიდგა და დღეს მდგომარეობა უკვე არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, თუმცა გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური ამოცანა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ საშუალო ვადიან პერსპექტივაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები