იტალია

სიცილიის სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს

Gianluca Chininea/AFP/Getty Images

9 სექტემბერს, სიცილიის სანაპიროებთან, სავარაუდოდ მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ცხედრები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაასვენეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტალიის მედია წერს, რომ სავარაუდოდ გარდაცვლილი ადამიანები მიმდინარე კვირის დასაწყისში ლიბიის წყლებში ჩაძირულ გემზე იმყოფებოდნენ.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იტალიის სანაპირო დაცვამ ჩაძირული ნავიდან შვიდი სირიელი მამაკაცი ამოიყვანა. გადარჩენილების ინფორმაციით, ისინი 1 სექტემბერს ლიბიიდან გემით გამოვიდნენ და ბორტზე მყოფი 28 ადამიანიდან 21, მათ შორის სამი ბავში, უამინდობის გამო ზღვაში დაიღუპა.

კომენტარები