ეროვნული ნაკრები

მამარდაშვილი: მნიშვნელოვანია EURO-ს შემდეგ როგორ დავიწყებდით თამაშს - კარგად გავართვით თავი

ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ როგორ დავიწყებდით თამაშს და ჩემი აზრით, კარგად გავართვით ამ ყველაფერს თავის, რადგან ვიცით, გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ითხოვენ, ყოველთვის გამარჯვება უნდათ და ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ჩვენც გვინდა განვითარება, ჩვენც გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ.

ახლა კიდევ უნდა გავაგრძელოთ - წინ უფრო რთული თამაში იქნება ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გასვლაზე თამაში ნაკრებისთვის არასდროს არ არის მარტივი. 

ველოდებით შემდეგ თამაშს.

თქვა გიორგი მამარდაშვილმა, ფორმულასთან საუბრისას

კომენტარები