ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეს შეკრება მოთამაშეებისთვის იყო ძალიან კარგი. როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს.
ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ კუთხით ძალიან მოტივირებულია და რაც ჩვენ ზაფხულში გავაკეთეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა.
რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივე შრომას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც მათ ბოლოს გამოავლინეს.





