ლარი დოლართან 0.15 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.51 თეთრით. 2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6896 ლარია, ერთი ევროსი - 2.9758 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.73 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.69 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





