იაპონია

იაპონიაში მოსწავლე მაღალი სართულიდან გადმოხტა და ქალს დაეცა, ორივე მათგანი დაიღუპა

იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში 17-წლის გოგო თვითმკვლელობის მიზნით ერთ-ერთი სავაჭრო მოლის მაღალი სართულიდან გადმოხტა და 32-წლის ქალს დაეცა. შემთხვევის შემდეგ ორივე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 1 საათის შემდეგ ორივე გარდაიცვალა.

17 წლის გოგო 32 წლის ქალს იმ დროს დაეცა, როდესაც ის ხალხმრავალ  სავაჭრო ცენტრში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდება.

როგორც BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი, თუმცა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იაპონიაში უფრო და უფრო მეტი 18-წლამდე ადამიანები იკლავს 1 სექტემბერს – სკოლის მეორე სემესტრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ამავე მონაცემებით, გასულ წელს 513-მა სკოლის მოსწავლემ მოიკლა თავი და ამის მიზეზად ყველაზე ხშირ შემთხვევაში "სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები" სახელდება.

განათლების სამინისტროს კვლევის მიხედვით, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები კი, მათ შორის, ოჯახში არსებულ სიტუაციას, მეგობრებთან პრობლემებსა და ბულინგს მოიცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოკოჰამაში მსგავსი ინციდენტი 2020 წელსაც მოხდა, როდესაც 17-წლის ბიჭი სავაჭრო ცენტრის სახურავიდან გადმოხტა და 19 წლის გოგოს დაეცა. ორივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები