რუსული კანონი

დოლიძე: არ ვაპირებთ დარეგისტრირებას, რუსული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს

ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის შესაბამისად და მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ზოგადად, დემოკრატიულ განვითარებას, ამიტომ ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდებით.

თქვა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორიმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ინტერპრესნიუსის ცნობით.

იუსტიციის სახლის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განცხადების ჩაბარების და რეესტრში დარეგისტრირების ბოლო ვადა 2 სექტემბერია.

კომენტარები