არჩევნები 2024

ნათელაშვილი: 50 000 კაცი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა, არცერთი ტელევიზია მომეკარა გადასაღებად

ფერიცვალობა დღეს გახლდით ბახმაროში, სადაც იკრიბება 50 000 კაცი და მეტი, ფაქტობრივად მთელი საქართველო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო, იქ მოხდა საინტერესო ამბავი რომ არ მიშვებდნენ, პოლიცია, ასეთი პოლიტიზებული პოლიცია მე არ მახსოვს საქართველოში, არასოდეს, არცერთ ეპოქაში რომ საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ უშვებენ ხალხთან, ხომ წარმოგიდგენიათ რა დონეზე... 4 კილომეტრის წინ დაკეტეს გზა და არ გაგვიშვეს მოკლედ. პოლიციელმა, მაინც გურიაში ახლა დასავლეთში დიპლომატიის და ზრდილობის ელემენტები მაღალ დონეზეა, ვუთხარი არა არის მეთქი ჩემი ადგილი მანდ ბახმაროში თქო - ბატონო შალვა, თქვენი ადგილი ყველგანაა საქართველოში, მაგრამ ვერ შეგიშვებთო.

მერე ფეხით ვიარეთ 4 კილომეტრი, ბახმაროს მთები გადავიარეთ და ზურგიდან დავეცით თავს ქოცბანდის პრეზიდიუმს, რომელიც იქ ბუდობდა და ვერტმფრენი ცაზე, კობახიძე გაბურძგნილი ჩამოვიდა და 70 ჯიპი კიდე იქ ელოდებოდა ადგილზე, ესე იგი ელემენტარული მოფრთხილების უნარი ხალხის ბიუჯეტის არ გააჩნიათ, ამხელა ლუქს ვერტმფრენით მოფრინავ ვიღაცა უღირსი, ერთუჯრედიანი, მონა, დაქირავებული...

ეს იყო საოცარი დღესასწაული, ფერიცვალება თავისთავად სიდიადეა ქრისტიანობის, გილოცავთ მრავალს დაესწარით... და 50 000 კაცი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა, არცერთი ტელევიზია არ მომეკარა ამის გადასაღებად, იმდენად არიან ბიძინას ვირუსით დაავადებული, არამარტო მისი ტელევიზიები, არამედ რომ ოპოზიციონერობენ ეგ ტელევიზიებიც, სამწუხაროდ, და რეალობა ისეთია, რომ მთელმა სატელევიზიო სივრცემ შეკრა პირი ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.

ვფიქრობ აქ დამნაშავეა მაღალი რეიტინგი, ძალიან მაღალი რეიტინგი, რაც გამოჩნდა იგივე იმ ხალხის ძალიან თბილი შეხვედრითაც, ყოველთვის თბილი შეხვედრები იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებული რაღაც ხდება, მე ვგრძნობ რომ ჩემს ხალხს რაღაცა დიდი გადაწყვეტილება აქვს ჩაფიქრებული რომელსაც არ ამჟღავნებენ.

თქვა  ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფორმულას ეთერში

კომენტარები