ძალიან დიდი რისკი არსებობს ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკური თავდასხმისა და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით. მათ შორის, ეს საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე თავდასხმებმაც კარგად დაგვანახა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ ეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან საქართველოშიც განმეორდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა და რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც აუცილებლად გარანტირებული უნდა იყოს.
გასაკვირი მხოლოდ ის არის, უსაფრთხოების ასეთი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტები რამ შეაშფოთა და რატომ ანერვიულდნენ - რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან გული რაზე დაწყდათ, აქ ეს კითხვა ისმის [...] ბიძინა ივანიშვილი მათთვის მოწყვლადი არ არის და ბოლომდე ასე დარჩება.





