მათ ბიძინა ივანიშვილი გამეტებული ჰყავთ, ის ნომერ პირველი სამიზნეა. ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდა, რომ ამ ადამიანს ასეთი ტიპის ხიფათი აარიდოს [...] თქვენ გახსოვთ პრემიერმინისტრ ფიცოზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა [...] ისევე, როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და თქვენ ნახეთ, რომ ტრამპი ღია სივრცეში პირველად სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.
tbl.ge/6vn5
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.
21 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ მცხეთაში რეგიონალური ღონისძიება გამართა. ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას ოცნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




