ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ღაზაში საზავო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იერუსალიმში, 19 აგვისტო, 2024
AP

გამოცემა Politico-ს ცნობით, ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა. ამ ინფორმაციას გამოცემა ორ ამერიკელ და ორ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო შეთავაზებული ზავი, რომლის შემუშავებაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ, ისრაელი, ეგვიპტე და კატარი მუშაობდნენ, დღემდე შემუშავებულ შეთავაზებებს შორის ყველაზე მტკიცეა. რადგან მასში შეტანილი პირობები ისრაელისა და ჰამასის მოთხოვნებსაა მორგებული.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შემოთავაზებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, თუმცა ჰამასი საჯაროდ აცხადებს, რომ შეთანხმებას არ მიიღებს.

19 აგვისტოს ისრაელის პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუმ საჯაროდ მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ შეთავაზებულ საზავო შეთანხმებას, რომელიც წინა კვირას დოჰას სამიტის შემდეგ ჰამასს წარედგინა. ხოლო მომდევნო დღეს ბლინკენმა ჰამასს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეთავაზებულ შეთანხმებას მხარი დაუჭიროს.

კომენტარები