ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.11 თეთრით გაუფასურდა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6891 ლარია, ერთი ევროსი - 2.9677 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები