2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

კობახიძე აგვისტოს ომზე: ვითარებას ენმ ნაბიჯ-ნაბიჯ ამწიფებდა

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას - ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი გუნდის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, ენმ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის - მათ შორის, ეს არის 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, ასევე, ეს არის ის სხვა მრავალი დანაშაული, რაც მათ 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. 

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის მომწიფებას - რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის, 2005 წლიდან მოყოლებული, ვითარებას ნაციონალური მოძრაობა ნაბიჯ-ნაბიჯ ამწიფებდა.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები