არჩევნები 2024

წერეთელი: ძალიან ვაფასებთ ახალგაზრდობას, ძალიან გვჯერა მათი, წარმატება ჩვენს კოალიციას

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ახალგაზრდობას, ძალიან გვჯერა მათი, ძალიან გვჯერა, რომ ის მუხტი, რომელიც არსებობდა ამ თვეების განმავლობაში სწორედ იმის გამო, რომ დაეცვათ მომავალი, დაეცვათ არამარტო თავისი, არამედ ჩვენიც, ყველასი. ამ ახალგაზრდობის მუხტი აუცილებლად და ჩვენი საზოგადოების მუხტი და ენერგია აუცილებლად გარდაიქმნება საარჩევნო ენერგიად და არჩევნებზე მოხდება ის ცვლილებები, რომლებიც სჭირდება ამ ქვეყანას და სჭირდება ყველა თაობას...

[...] მინდა, რომ წარმატება ვუსურვო საქართველოს, წარმატება ვუსურვო ამ კოალიციას, რომლის ნაწილიც ევროპული საქართველო გახდა და ოქტომბერში მე მგონი, ყველა ვიზეიმებთ იმ დიდ ცვლილებას, რომელსაც ყველა ელოდება

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი წერეთელმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე. სწორედ ამ ყრილობაზე გახდა საბოლოოდ ცნობილი, რომ ევროპული საქართველო ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა. 

კომენტარები