ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.39 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.18 თეთრით გაუფასურდა. 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6927 ლარია, ერთი ევროსი - 2.9676 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები