2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

კალაძე აგვისტოს ომზე: მნიშვნელოვანია, დეტალურად გამოძიებული იყოს, თუ რეალურად რა მოხდა

დღეს ქართულ ოცნებას იმის რეალური შანსი აქვს, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს და ამას თავისი ახსნა აქვს, თუ რატომ [...] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იმ დანაშაულის გამოძიებაა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება [...]

ის გაუაზრებელი ქმედებები და პოლიტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ცალსახად ქვეყნის ღალატი იყო. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა. საქართველომ უმძიმესი შედეგები მიიღო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დეტალურად გამოძიებული იყოს, თუ რეალურად რა მოხდა და ყველას შესაბამისი პასუხი გაეცეს. 

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის დროს. 

კომენტარები