პროკურატურის ცნობით, ოლიმპიადის მონაწილე, ავსტრალიელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ტომ კრეიგი პარიზის ცენტრში დილერისგან ნარკოტიკების შეძენის გამო დააკავეს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
28 წლის ჰოკეისტმა 2024 წლის ოლიმპიადაზე ბოლოს თავის გუნდთან ერთად მეოთხედფინალში - ჰოლანდიასთან დამარცხებისას ითამაშა.
პარიზის პროკურატურის ცნობით, კრეიგმა დილერისგან კოკაინი 6-7 აგვისტოს ღამეს შეიძინა. პარიზის ადგილობრივმა პოლიციამ, ჰოკეისტთან ერთად 2006 წელს დაბადებული დილერიც დააკავა.





