ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ჰეზბოლას და ჰამასის კიდევ ორი მეთაური მოკლა

REUTERS/Mohamed Azakir

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 5 აგვისტოს დაადასტურეს, რომ ლიბანზე მიტანილი იერიშის შედეგად ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური, ალი ჯამალ ალდინ ჯავადი, ხოლო ღაზაში ორ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ჯაბერ აზიზი მოკლეს.

ალი ჯამალ ალდინ ჯავადი ჰეზბოლას სპეცდანიშნულების რაზმ რადვანის მეთაური იყო.

მისი სიკვდილი ასევე დაადასტურა ჰეზბოლამაც.

"მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობებს ხელი შეუწყოს და განახორციელოს ტერორისტული ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანიდან". - ამბობს IDF

ჯაბერ აზიზი ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე 2020 წლიდან იყო.

"აზიზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის ტერაქტში და ხელმძღვანელობდა ალ ფუკარნის ბატალიონის მომზადებასა და გაწვრთნაში". - წერს ისრაელის არმია.

გარდა ამისა, ჯაბერ აზიზი მონაწილეობას იღებდა საზღვართან მდებარე ისრაელის ქალაქებში ტერორისტების შეღწევის მცდელობაშიც.

"მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ჰამასის შესაძლებლობებს". - ამბობს IDF.

კომენტარები