შესაბამისი მოთხოვნა იქნა გამოგზავნილი ქართული მხარისთვის და ამის საფუძველზეა დაკავებული - ჩემთვის როგორც ცნობილია, ახლა იმყოფება ზაჰესში, დროებითი მოთავსების იზოლატორში და ხვალისთვის, უკვე პროკურატურა შევა პატიმრობის შუამდგომლობისთვის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით.
მოთხოვნაა, რომ მოხდეს ბ-ნი აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
ხვალისთვის, სავარაუდოდ შეიტანენ საქმეს, რომ საექსტრადიციო პატიმრობა დაიწყოს, მომავალი კვირისთვის მე და გამომძიებელი შევალთ, რომ გავარკვიოთ თანახმა იქნება თუ არა დაჩქარებული ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ არ მოხდეს ექსტრადიცია, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილებას უკვე სასამართლო მიიღებს.
აზერბაიჯანში არის აღძრული საქმე (მასალებით როგორც გადმომცეს საქმე) გამოძალვასთან დაკავშირებით არის, მაგრამ რეალურად ჰქონდა თუ არა ჰქონდა მას კავშირი, ფაბრიკაციაა თუ არა ეს და მართლა არის ძებნილი და რეალურ საქმეზეა ლაპარაკი, როდესაც მას შევხვდები მერე მეცოდინება ყველაფერი.
საქმე აღძრულია მაისში, მოთხოვნა გამოგზავნილია ივლისში, ხოლო რატომ არ აღიძრა და რატომ მოხდა გვიანი რეაგირება, ამაზე ჯობია პროკურატურამ გასცეს პასუხი.





