ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ თულქარემში იერიში მიიტანეს ტერორისტთა ჯგუფზე, რომლებიც თავდასხმის განსახორციელებლად მიემართებოდნენ.
მანქანაში, რომელზე იერიშიც IDF-მა თულქარემის გარეუბანში, დრონით მიიტანა, ხუთი შეიარაღებული პირი იჯდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ხუთი ტერორისტი "ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად მიემართებოდა".
პალესტინური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულთა შორის არის ტულკარემში ჰამასის ადგილობრივი ფრთის მეთაური, ჰაითამ ბალიდი.
IDF-მა X-ზე დრონით იერიშის კადრებიც გამოაქვეყნა.





