გავრცელებული ცნობებით, ბაღდადის სამხრეთით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი - დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივმა საპოლიციო და სამედიცინო წყაროებმა აცნობეს.
აღნიშნული სამხედრო ბაზა, სადაც რამდენიმე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებაა განლაგებული, ერაყის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.
აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე რაკეტა გაუშვეს ერაყის იმ ავიაბაზის მიმართულებით, სადაც ამერიკული ძალების ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებია განლაგებული.
აფეთქების შემდგომ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა მომხდარში არავინ დაადანაშაულა, რადგან, მათი თქმით, აფეთქების წყარო დაუდგენელია.
თუმცა, ორმა ადგილობრივმა მეთაურმა განაცხადა, რომ ბაზაზე საჰაერო იერიში აშშ-მ მიიტანა. თავის მხრივ, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.





