Inside Out 2 ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია გახდა.
Disney-სა და Pixar-ის ერთობლივმა პროექტმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $1 505 606 731 გამოიმუშავა, აქედან $600 000 000 მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.
აქამდე ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია Frozen II იყო. ამ დროისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციების ხუთეული ასე გამოიყურება:
- Inside Out 2 – $1 505 606 731
- Frozen II – $1 453 683 476
- Super Mario Bros. – $1 361 992 475
- Frozen – $1 306 000 529
- Incredibles 3 – $1 243 225 667
Inside Out 2-ის ნახვა საქართველოში კინოთეატრების ქსელ Cavea-შია შესაძლებელი.