მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა 14 სექტემბერს, ლას ვეგასში, სფეროს არენაზე გაიმართება.
დვალიშვილი ზემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონთან, შონ ომალთან სატიტულო ქამრისთვის იბრძოლებს.
აქამდე, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ორი ქამრის მფლობელი, ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა.
ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა - ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა მეტოქე ხელში აიყვანა და რინგი გადაკვეთა - ეს ქართველი მებრძოლის რიგით მე-10 ჩატარებული ბრძოლა და გამარჯვება იყო.