საქართველოს ყველა წარმომადგენლობაში, რაც უცხოეთში არსებობს, გაიხსნება საარჩევნო უბნები. მოთხოვნები, როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ, ვისაც მონაწილეობა უნდა, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვთ, ყველა ემიგრანტს, ჩვენ პატივცემულ მოქალაქეებს, რომ ადვილი არ არის, აქ საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან ახლოს არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, ასე არ ლაგდება უცხოეთში. ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს, მაგრამ იქნებ რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა.
tbl.ge/6uns
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




