ეს არის ქვეყნის სრულიად გასაგები მცდელობა, დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხო გავლენა. ჩვენ მსგავსი რამი მოწმენი გავხდით უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-დან. იყო ძალიან უხეში ჩარევა ბოლო არჩევნებში, მას შემდეგ ოპოზიცია და მათი მედიები უცხოეთიდან ფინანსდება. მე ვთვლი, რომ ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას. ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის.
tbl.ge/6ugj
დაკოპირდა

ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო კრემლის პროპაგანდისტულ მედია Ria-სთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




