ჩრდილოეთ კორეა

კუბაში მომუშავე მაღალი რანგის ჩრდილოკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში გაიქცა

REUTERS/Kim Hong-Ji/Pool/File Photo

კუბაზე ბაში მომუშავე მაღალ რანგის ჩრდილოკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში თავშესაფრის მისაღებად გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს. ამ საკითხზე სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

თუ ინფორმაცია დადასტურდა, 52 წლის რი ილ გიუ, რომელიც პოლიტიკური საკითხების კონსულად მუშაობდა, ბოლო 8 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიქცა. 2016 წელს სამხრეთ კორეაში გაერთიანებულ სამეფოში ელჩის მოადგილე თე იონგ ჰო გაიქცა.

"ყველა ჩრდილოკორეელს ერთხელ მაინც უფიქრია სამხრეთ კორეაში ცხოვრებაზე. ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიმართ იმედაგცრუებამ და დაუცველმა მომავალმა დამაფიქრა გაქცევაზე" – ამბობს დიპლომატი სამხრეთ კორეის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

რი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1999 წლიდან მუშაობდა. კუბაზე დიპლომატიურ მისიამდე ის სამინისტროში ლათინური ამერიკის საკითხების დირექტორის მოადგილე იყო და ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან, კიმ ჩენ ინისგან შესრულებული სამსახურისთვის მედალი აქვს მიღებული.

რი კუბასა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე წლის თებერვალში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიქცა.

კომენტარები