დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა

ტრამპზე თავდასხმის დროს მოკლული მოქალაქე ოჯახს ტყვიებისგან იცავდა

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს მოკლული მოქალაქე 50 წლის კორი კომპერატორია

აშშ-ში პენსილვანიის შტატის გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს თქმით, 13 ივლისს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს დაღუპული მოქალაქე 50 წლის მოხალისე მეხანძრე, კორი კომპერატორია.

"პენსილვანიის ტრამპის ყრილობაზე ჩემი ძმა, კორი კომპერატორი დაიღუპა. ერთი ადამიანის მიმართ სიძულვილმა დაღუპა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარდა". - წერს მსხვერპლის და Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

შაპიროს თქმით, "კორი გმირულად დაიღუპა. კორი გუშინ ღამით ყრილობაზე საკუთარ ოჯახს დაცვის მიზნით გადაეფარა. იგი ჩვენს შორის საუკეთესოს განასახიერებს".

13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. 

გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის. 

სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი "უსაფრთხოდ" არის.

ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, "განეიტრალებულია".

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.

კომენტარები