ალბათ ყველას დაგებადებათ კითხვა, რატომ გადავწყვიტე ახლა 50 წლის ასაკში შევაბიჯო პოლიტიკაში, მე მქონდა 10 წლიანი დიპლომატიური კარიერა, მაქვს ძალიან კარგი 10 წლიანი კარიერა აკადემიაში, არაფერი მირჩევნია ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობას, მაგრამ გადავწყვიტე რომ გამოვიდე ამ კომფორტის ზონიდან და ჩავერთო იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც არიან ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, რომელშიც ხართ თქვენც, არიყო ეს, რა თქმა უნდა, მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მე მგონია რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე ჩვენ დღეს ან გადავრჩებით ან დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს.
როდესაც ჩემ ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი რთული იყო დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემ ქვეყანას, გადავწყვიტე რომ გადავდგა ეს ნაბიჯი და ამ ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი რომ მექნებოდა თქვენი მხარდაჭერაც, მექნებოდა ჩემი მეგობრების მხარდაჭერაც, მექნება ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა, გადავწყვიტე გადავდგა ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას.
მინდა მოვუწოდო ყველას, მინდა მოვუწოდო სამოქალაქო საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, აქედან მინდა მათ გავუგზავნო ეს გზავნილი: ახლა არის დრო ერთიანობის, ამ ისტორიულ გზა გასაყარზე ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა, ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ჩვენ გვაქვს რწმენა გამარჯვების, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ის რაც ჩვენ გვჭირდება არის ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა, იმიტომ რომ ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს.
ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები ეს არჩევნები წყვეტს საქართველო საერთოდ დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა, თუ არ დარჩება. ასეთი ისტორიულო მომენტის დროს ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის.