ეროვნული ნაკრები

ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 30 ივნისს,  გერმანიაში, კიოლნის რაინ ენერგის სტადიონზე ესპანეთთან გამართული მერვედფინალური მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელი ფეხბურთელის, რობინ ლე ნორმანდის ავტოგოლით გაიხსნა. 39-ე წუთზე როდრის გოლით ანგარიში გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში 75-ე წუთზე ნიკო უილიამსისა და 83-ე წუთზე დანი ოლმოს მიერ საქართველოს კარში გატანილი გოლებით, სხვაობა 3-მდე გაიზარდა.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე შემდეგ, მეოთხედფინალურ მატჩში გერმანიას დაუპირისპირდება. თამაში 5 ივლისსაა დაგეგმილი.

დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ერთა ლიგაში გამარჯვებით შეძლო. ტურნირის მერვედფინალში თამაში საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

კომენტარები