ევროპის ჩემპიონატი 2024

მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი დღეს გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, დღეს, 30 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

"ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. 

კომენტარები