Metro Production

ქართული სარეკლამო სააგენტოს, Metro Production-ის ფილმმა კანის Lions 2024-ის გრან პრი მოიპოვა

marketer.ge

ქართული სარეკლამო კომპანიის, Metro Production-ის მიერ შექმნილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიამ სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალის "Cannes Lions 2024"-ის გრან პრი მოიპოვა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი - The First Speech - საქართველოშია გადაღებული და ასახავს გავლენას, რომელსაც ავტორიტარული მმართველობის საჯარო გამოსვლები ახდენენ საზოგადოებაზე.

"Cannes Lions International Festival of Creativity არის მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში.

წელს, პროექტი: The First Speech წარდგენილი იყო ფესტივალზე. დამკვეთი - Reporters Without Borders, კრეატიული სააგენტო - Innocean Berlin და გადამღები კომპანია - Metro Production.

პროექტის ორი ვიდეო გადაღებულია საქართველოში კომპანია Metro Production-ის მიერ.

ფესტივალზე მოვიპოვეთ Cannes Lions Grand Prix for Good.

საქართველოს დროშა კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მაღალ წერტილზე ფრიალებს!" - წერს Metro Production-ი სოციალურ ქსელში.

Metro Production ქართული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 15 წელია არსებობს და წარსულშიც არაერთ ფილმსა და პროექტზე უმუშავია.

კომენტარები