ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





