სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე 30 წლის ქალი ამხილეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ.
2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია "Viber"-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა". - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.
დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. მას სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.





