საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სანიოლი: ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

ვილი სანიოლის თქმით, ეროვნული ნაკრების დებიუტი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ღირებული გამოცდილება იქნება გუნდისთვის და სამომავლოდ მსგავს მატჩებს აღარ წავაგებთ. 

"როდესაც მარცხდები, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს გუნდზე და ჩემს თავზეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სადღაც სხვაგან იყო, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ. ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, ალბათ იმდენი, რამდენიც თურქეთს, მაგრამ ეს ფეხბურთია. რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი წაგებით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.

ჩვენ დღეს ვითამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე მსოფლიოში და ჩემგან ამის თქმა იოლი არ არის, რადგან დორტმუნდის სტადიონზე ვსაუბრობ, თუმცა, ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ჰიმნზე თურქი ფანების ნაწილისგან იყო სტვენა და შეძახილები, რაც არ არის სასიამოვნო. თუმცა, მთლიანობაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო.

ამგვარი მატჩებიდან გამოცდილებას მოვიპოვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ასეთ მატჩს არ წავაგებთ. ჩვენთვის ახლა მთავარი გამოცდილების მიღებაა და ეს ერთგვარი სასწავლო პროცესია. ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ და წინ ჩეხეთთან მატჩია.

რაც შეეხება მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას, ბოლო წუთი იყო და ანგარიშის გათანაბრება გვინდოდა, რადგან ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით, თუმცა, არ გამოგვივიდა. ფეხბურთი ასეთია. არ გვინდოდა 1:2 წაგება, არამედ გვსურდა ანგარიშის გათანაბრება და მამარდაშვილიც ამიტომ იყო მეტოქის საჯარიმოში ჩასული". - თქვა სანიოლმა გამოცემა Europop-თან.

კომენტარები