უკრაინის სამშვიდობო სამიტი

ფონ დერ ლაიენი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად

მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმა პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას უჭერს მხარს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებების შესაბამისად. 

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე და სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი ერთმანეთს შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე შეხვდნენ. 

 

 

კომენტარები