რეალობა ის არის, რომ [სიძულვილის ენას] ერთი მხრიდან, რასაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, აქვს გეგმაზომიერი კამპანიური ხასიათი, რომელიც გარკვეულ სახელმძღვანელოებს ექვემდებარება, რომლის განვითარება სახელმძღვანელოების მიხედვით განხორციელდება. იქ პროვოცირება ფიზიკური შეჯახების, იქ ადამიანის ისეთი გინება, ისეთი უშვერი სიტყვებით გინება, რომელსაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს, რასაკვირველია, ძალიან ცუდია ორივე მხრიდან, ამის გაკეთება უნდა დაიგმოს, მაგრამ არავის არ ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ.
tbl.ge/6tdx
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი სამოქალაქო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის მიერ ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიასთვის "რუსი მონას" დაძახების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან ინტერპრესნიუსის ცნობით აღნიშნა, "ფსიქოლოგიურმა შეტევამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ".
ბექა პაპაშვილს, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი დაესხა თავს. პაპაშვილის თქმით, მას ზურგისა და თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




