რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, დრონით იერიში დაღესტანზეც პირველად მიიტანეს – მედია

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 8 ივნისის გამთენიისას უკრაინული დრონების სამიზნე ჩრდილოეთ ოსეთი გახდა, რამდენიმე საათის შემდეგ დრონმა პირველად მიიტანა იერიში დაღესტანზეც.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ისმის, როგორ ესვრიან უპილოტო საფრენ აპარატს, შემდეგ ჩანს დრონის ჩამოვარდნა და აფეთქებაც. 

როგორც რუსული ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ნოღაის რაიონში, ნავთობმომპოვებელ ობიექტთან ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

დაღესტნის მეთაური, სერგეი მელიკოვი ირწმუნება, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონი არ შეუნიშნავთ და გავრცელებულ კადრებს "არაფერი აქვს საერთო ჩვენს ქალაქებთან და რაიონებთან".

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მედია, Mash-ი, რომელმაც ვიდეო ასევე გაავრცელა, პროკრემლისტურია.

აქამდე, გამთენიისას უკრაინული დრონების სამიზნე გახდა ჩრდილოეთ ოსეთი. როგორც რეგიონის მეთაური ამბობდა, სამიზნე იყო მოზდოკის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც ფრინდებიან რუსული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებსაც უკრაინაზე იერიშები მიაქვთ.

კომენტარები