ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაციის ფარგლებში 4 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 მძევალი გაათავისუფლეს. მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმოგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი. ოთხივე მძევალი ჰამასს მუსიკალური ფესტივალიდან ჰყავდა გატაცებული.

ოპერაცია ქალაქ ღაზაში, ცენტრალურ რაიონებში ჩატარდა.

როგორც ისრაელის მედიაში წერენ, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა იამამის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის ერთ-ერთი ოფიცერი. ის ჰოსპიტალიზებულია.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ოპერაცია "გამბედავი" იყო. მისი თქმით, მძევლები სპეციალური დანიშნულების ძალებმა "ცეცხლის ქვეშ" დაიხსნეს. როგორც სპიკერმა აღნიშნა, ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა.

ჰამასი ირწმუნება, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაციას, სულ მცირე, 50 პალესტინელი ემსხვერპლა. 

მძევლების ოჯახის წევრებმა ისრაელის თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადეს და ოპერაციას გმირული უწოდეს.

 

კომენტარები