აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

კრამერი: სანქციები არაა საქართველოს წინააღმდეგ, არის მათთვის, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის

მე არ მაქვს იმედი, რომ ბატონი ივანიშვილი შეცვლის თავის დამოკიდებულებას ან პრემიერმინისტრი შეცვლის საკუთარ ხედვებს. ბატონმა ივანიშვილმა შერაცხა დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ომის გლობალური პარტია და იგი, ფაქტობრივად, აღარ აბალანსებს პოზიციას დასავლეთსა და რუსეთს შორის. მან მიიღო გადაწყვეტილება, სრულად იმოძრაოს მოსკოვის მიმართულებით. კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც LGBTQ თემს ეხება, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი და ბატონი კობახიძე, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ; აღარ არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით ან რაიმე ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით. 

[...]

საქართველოს მოსახლეობაზე ამ სანქციებს არავითარი ზეგავლენა არ ექნება. ეს არ გახლავთ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს გახლავთ ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხს აგებენ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე და მოძრაობის დაწყებაზე ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით.

[...]

საქართველოს მომავალი განისაზღვრება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ამჟამად თქვენ გყავთ ხელისუფლება, მმართველი პარტია და ერთი პიროვნება, რომელსაც, როგორც ჩანს, მიჰყავს საქართველო იმ მიმართულებით, რომელიც ახლოს არ დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციასთან. 

თქვა დევიდ კრამერმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში [სინქრონული თარგმანი] აშშ-ს მიერ ქართული ოცნების 20-30 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე. 

 

კომენტარები