არჩევნები ინდოეთში

ინდოეთის არჩევნებში ნარენდრა მოდის ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა გაიმარჯვა

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის ინდოეთის სახალხო პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა ეროვნულ დემოკრატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.

უკანასკნელ 10 წელიწადში პირველად ინდოეთის სახალხო პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 272 მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა, პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა ჯამში 293 მანდატი მიიღო. შესაბამისად, ნარენდრა მოდი ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელებს.

ოპოზიციურმა კოალიცია ინდოეთის ეროვნული განვითარების ინკლუზიურმა ალიანსმა (INDIA) კი არჩევნებზე მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და 232 მანდატი მიიღო.

როგორც BBC აღნიშნავს, ნარენდა ეროვნულ დემოკრატიული ალიანსი საპარლამენტო არჩევნების შედეგად 400 მანდატის მოპოვებას ელოდა, თუმცა, მისი მოლოდინი რეალობას მნიშვნელოვნად აცდა.

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილეობისთვის 968 მილიონზე მეტი ადამიანი იყო რეგისტრირებული, აქტივობამ კი 66.33% შეადგინა.

კომენტარები