რუსული კანონი

ხუნდაძე: ყველაზე მეტად ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით, რომ ომის მსხვერპლი არ იყვნენ

ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ იმას, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მაიდანიზაციამდე მივიდეს. ასეთი მოწოდებები ჩვენ მთავარ პოლიტიკურ მოედანზეც ვნახეთ, რაც დაუშვებელია, რადგან მაიდნის გზა ომამდე მიდის. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და ყველაზე მეტს მათთვის ვითმენთ, რომ სწორედ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ხალხის ძალის კიდევ ერთი დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც რუსული კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს.

კომენტარები