ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი და ეგვიპტე რაფასთან შეტაკებაში ეგვიპტელი სამხედროს სიკვდილს ადასტურებენ

ეგვიპტელი სამხედროების რაფის საზღვართან, 2023 წლის 31 ოქტომბერი
AP Photo/Mohammed Asad

ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო უწყებები ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორის რაფას გამშვებ პუნქტთან, ეგვიპტის საზღვარზე ცეცხლის გახსნას ერთი ეგვიპტელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ორ ქვეყანას შორის ვითარება ამჟამად უკვე დაძაბული იყო.

ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროების შეტაკების დეტალები კვლავ უცნობია და არ არსებობს ინფორმაცია, რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად. ისრაელის თავდაცვის ძალებში არავინ დაღუპულა. 

"მოხდა სროლის ინციდენტი ეგვიპტის საზღვარზე. მიმდინარეობს გამოძიება და დიალოგი ეგვიპტურ მხარესთან." – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. 

რაც შეეხება ეგვიპტეს, მათ სამხედრო ორგანოში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება "სროლის ინციდენტთან" დაკავშირებით, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა. მათ არ უხსენებიათ ისრაელი.

პარალელურად, ეგვიპტის სამთავრობო მედია Al Qahera News-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროებს შორის ცეცხლის გახსნა მოჰყვა "ისრაელის ძალებისა და პალესტინის წინააღმდეგობის წევრების შეტაკებას, რომლის დროსაც რამდენიმე მიმართულებით ისროდნენ". წყაროს თქმით, ეგვიპტე გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.

კომენტარები